„როიტერი“ - საბერძნეთმა მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის მოლდოვაში ექსტრადიცია შეაჩერა
„როიტერი“ - საბერძნეთმა მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის მოლდოვაში ექსტრადიცია შეაჩერა

საბერძნეთმა მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის მოლდოვაში ექსტრადიცია შეაჩერა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ვლადიმირ პლახოტნიუკის მოლდოვაში ექსტრადიცია შეჩერდა მიზეზის მითითების გარეშე“, – განაცხადა მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინტერპოლმა აცნობა.

როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, საბერძნეთის იუსტიციის სამინისტრომ შეაჩერა მისი ექსტრადიცია, რადგან პლახოტნიუკზე ძებნაა გამოცხადებული რუმინეთშიც და საბერძნეთის პროკურორმა ამასთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.

შეგახსენებთ, 22 ივლისს ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს. მას ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში. პლახოტნიუკს ბრალად ედება 2014 წელს მოლდოვური ბანკებიდან მილიარდის მოპარვაში თანამონაწილეობა.

ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წლის ივნისში გაიქცა. პოლიტიკოსი ცხოვრობდა აშშ-ში, თუმცა 2020 წლის იანვარში მისი იქ ყოფნა არასასურველად ჩათვალეს. მასზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.