„როიტერი“ - რუსეთში ალექსეი ნავალნის მომხრეების წინააღმდეგ რეიდი ჩატარდა
„როიტერი“ - რუსეთში ალექსეი ნავალნის მომხრეების წინააღმდეგ რეიდი ჩატარდა

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეების წინააღმდეგ რეიდი ჩატარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნის მომხრეების წინააღმდეგ რეიდი 39 ქალაქში ჩატარდა. პოლიციამ მათი სახლები გაჩხრიკა.

რეიდის შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან არის გაბრაზებული.

პოლიციის ინფორმაციით, რეიდი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.