„როიტერი“ -  რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის დროს, პოლონეთმა რამდენიმე ქალაქის საჰაერო სივრცე ჩაკეტა
„როიტერი“ - რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის დროს, პოლონეთმა რამდენიმე ქალაქის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმის დროს, პოლონეთმა რამდენიმე ქალაქის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მათ შორის ლუბლინის და ჟეშოვის. ასევე დროებით არ ხორციელდებოდა ფრენები ვარშავის შოპოენის აეროპორტშიც.

როგორც პოლონეთში განმარტეს, ეს უკავშირდება „დაუგეგმავ სამხედრო აქტივობას, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.

პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს გააქტიურებული იყო ავიაცია.