„როიტერი“ - რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, „თუ ჩვენს აქტივებს მოიპარავთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით“
„როიტერი“ - რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, „თუ ჩვენს აქტივებს მოიპარავთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით“

რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, თუ ჩვენს აქტივებს მოიპარავთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ორშაბათს ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებს უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გამოიყენებენ.

„ეს არის ქურდობა, ეს არის მითვისება იმისა, რაც შენ არ გეკუთვნის“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი.