„როიტერი“ – რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია

22:51, 28.10.2025

რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია, –  ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მთავრობის განცხადებით, დაკავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი.

სპეცოპერაცია გაერო-ს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა, რომელიც ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში 10-დან 21 ნოემბრამდე გაიმართება.

მასშტაბურ სპეცოპერაციაში უშიშროების 2 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდნენ. ხელისუფლების ცნობით, ეს იყო ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც აქამდე ჩატარებულა. აღნიშნულის გამო დაახლოებით 50 სკოლა იყო დახურული, შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

მსგავსი