„როიტერი” - რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში” გაწევრიანებას ისახავს მიზნად
„როიტერი” - რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში” გაწევრიანებას ისახავს მიზნად

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში” გაწევრიანებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აშშ-ში გამგზავრების წინ.

„ამრიგად, ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე გადავა“, – განაცხადა ერდოღანმა.

სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში” გაწევრიანებას.

„რა თქმა უნდა, მიზანი ეს არის”, – განაცხადა ერდოღანმა.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტი უზბეკეთში 15-16 სექტემბერს გაიმართა. ორგანიზაციაში ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი არიან გაწევრიანებული.