„როიტერი“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს
„როიტერი“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დაგეგმილზე ადრე, 14 მაისს გაიმართოს. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მინიშნება ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების გამართვის ოფიციალურ თარიღად 18 ივნისია გამოცხადებული.

„როიტერის“ ცნობით, 14 მაისს საყოველთაო არჩევნები თურქეთში 1950 წელს გაიმართა, რომელშიც გამარჯვება დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა და ამით დაამარცხა რესპუბლიკური პარტია, რომელიც ქვეყანას თურქეთის რესპუპლიკად დაფუძნების დღიდან მართავდა.