„როიტერი“ რასობრივი უთანასწორობის, „ნიუ იორკ თაიმსი“ კი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გაშუქებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოეს
„როიტერი“ რასობრივი უთანასწორობის, „ნიუ იორკ თაიმსი“ კი „კოვიდ-19“-ის პანდემიის გაშუქებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოეს

„როიტერი“ რასობრივი უთანასწორობის, „ნიუ იორკ თაიმსი“ კი, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გაშუქებისთვის პულიცერის პრემიით დააჯილდოეს.

ამასთან, გამოცემა „სთარ თრიბუნმა“ პულიცერის პრემია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის „სასწრაფო, აუთენტური და ნიუანსირებული“ გაშუქებისთვის მოიპოვა, „როიტერმა“ და „ატლანტიკმა“ კი ჯილდო, ამ მოვლენების განმარტებითი სახით წარდგენილი რეპორტაჟებისთვის გაინაწილეს.

კერძოდ, „როიტერმა“ ჯილდო მიიღო მონაცემთა ნოვატორული ანალიზისთვის, რომლის დროსაც ჟურნალისტებმა წარმოადგენეს, თუ როგორ იცავდა პოლიციელებს იმუნიტეტი სამართლებრივი დევნისგან, ძალის გადამეტების შემთხვევაში.

პულიცერის კომიტეტის განმარტებით, ამ მიმართულებით წარმოებულმა სტატიებმა საბოლოო ჯამში აშშ-ის პოლიციის სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით დებატები წინ წამოწია.