„როიტერი“ - რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ოთხი მებრძოლი მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი მიწისქვეშა გვირაბიდან გამოვიდნენ და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს
„როიტერი“ - რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ოთხი მებრძოლი მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი მიწისქვეშა გვირაბიდან გამოვიდნენ და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს

ღაზის სექტორის სამხრეთით, რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფება „ჰამასის“ ოთხი მებრძოლი მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი მიწისქვეშა გვირაბიდან გამოვიდნენ და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარი დაპირისპირება ისრაელში შეფასდა, როგორც „ჰამასის“ მიერ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა.

„როიტერი“ წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რაფაჰში მდებარე მიწისქვეშა გვირაბებში „ჰამასის“ ათობით მებრძოლი იმყოფება, რომლებიც თავდასხმებს პერიოდულად აწყობენ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 580 პალესტინელი ემსხვერპლა.