„როიტერი“ - ქაბულში, სასწავლო ცენტრის შესასვლელთან ტერორისტმა თავი აიფეთქა, გარდაცვლილია სულ მცირე 13 ადამიანი
„როიტერი“ - ქაბულში, სასწავლო ცენტრის შესასვლელთან ტერორისტმა თავი აიფეთქა, გარდაცვლილია სულ მცირე 13 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასწავლო ცენტრის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გარდაცვლილია სულ მცირე 13 და დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალიზებულია 30 ადამიანი. უწყებაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.