„როიტერი“ - ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
„როიტერი“ - ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

ნატო-ს ოფიციალური პირის განცხადებით, ქაბულის აეროპორტიდან დიპლომატების და სამოქალაქო პირების ევაკუაციის განახლებამ, აეროპორტის კარიბჭესთან ხალხის რაოდენობის მატება გამოიწვია, რასაც ჭყლეტა მოჰყვა. დაშავებულია 17 ადამიანი.

ოფიციალური პირის განცხადებით, მას არ მიუღია რაიმე ცნობები „თალიბანის“ მებრძოლების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ.

ავღანეთის მოქალაქეები, მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ყველა ხერხით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას. ავღანელები ქაბულის აეროპორტთან იკრიბებიან, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა ვიზა და პასპორტი სხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად.