„როიტერი“ - პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში „გუგლის“ საძიებო სისტემა დაბლოკეს
პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში „გუგლის“ საძიებო სისტემა დაბლოკეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა „გუგლი“ რუსების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა და ამაში აშშ-ის მთავრობას დასდო ბრალი.
„თუ „გუგლი“ შეწყვეტს თავისი კრიმინალური პოლიტიკის გატარებას და დაუბრუნდება კანონის, მორალისა და საღი აზრის ჩარჩოებს, მის მუშაობაში დაბრკოლებები არ იქნება“, – განაცხადა დენის პუშილინმა.
კომპანია „გუგლში“ პრორუსი სეპარატისტების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.