„როიტერი“ – პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ამოუცნობი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა

21:59, 06.09.2025

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა, რომელიც, სავარაუდოდ, დრონია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტი სოფელი მაიდან-სელეცში მოხდა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.

ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსული უპილოტოები, მათ შორის საბრძოლო დრონებიც, არაერთხელ შეჭრილან პოლონეთის საჰაერო სივრცეში.

მსგავსი