„როიტერი“ - პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა გამოვლინდა
„როიტერი“ - პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთის კათოლიკურ ეკლესიებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ასობით შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც „როიტერი“ წერს, საუბარია 2018-დან 2020 წლამდე აღრიცხულ საქმეებზე, რომელთა ფიგურანტების ეკლესიის მსახურებს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

სულ საუბარია 368 შემთხვევაზე. მსხვერპლთა 50%-ის ასაკი დანაშაულის ჩადენის მომენტში 15 წელს არ აღემატებოდა. ზოგიერთ საქმეში ნათქვამია, რომ სექსუალური ძალადობა 10 წელიწადს გრძელდებოდა.

კათოლიკურმა ეკლესიამ 368 შემთხვევიდან მხოლოდ 39 მიიჩნია სარწმუნოდ და საფუძვლიანად. საჩივრების 50%-ზე გამოძიება გრძელდება, 10% კი, არ დააკმაყოფილეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვატიკანმა ორი პოლონელი ეპისკოპოსის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ისინი არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების დამალავაში დაადანაშაულეს.