„როიტერი“ - პოლონეთი მიესალმება ჯო ბაიდენის ვალდებულებას პოლონეთში ამერიკის მე-5 არმიის შტაბბინის შექმნის თაობაზე
„როიტერი“ - პოლონეთი მიესალმება ჯო ბაიდენის ვალდებულებას პოლონეთში ამერიკის მე-5 არმიის შტაბბინის შექმნის თაობაზე

პოლონეთი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვალდებულებას ამ ქვეყანაში ამერიკის მე-5 არმიის შტაბბინის შექმნის თაობაზე. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

„ეს არის წარმატება, რომელიც მოდის ამ საკითხზე ხანგრძლივი და თანმიმდევრული მოლაპარაკებებიდან და ამავე დროს, ძალიან მკაფიო ნიშნებია იმის, რომ ამერიკელები აპირებენ, გაზარდონ თავიანთი ყოფნა პოლონეთში“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს მიმდინარე ნატო-ს მადრიდის სამიტზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ცვლის ძალთა პოზიციებს ევროპაში, რათა გაუმკლავდეს რუსეთის პოტენციურ ახალ საფრთხეებს უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ. როგორც მედია წერს, 2018 წელს პოლონეთმა გამოთქვა ინიციატივა აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ შექმნილიყო ამერიკული არმიის მუდმივი შტაბბინა პოლონეთში, თუმცა „ფორტ ტრამპი“ მაშინ არ განხორციელებულა.