„როიტერი“ – პენტაგონი ევროპაში ამერიკული კონტინგენტის განთავსების საკითხის გადახედვის ფარგლებში, 6 ნოემბრისთვის, სულ მცირე, ოთხ სამოქმედო ვარიანტს მოამზადებს

13:25, 27.08.2026

პენტაგონი, ევროპაში ამერიკული კონტინგენტის განთავსების საკითხის გადახედვის ფარგლებში, 6 ნოემბრისთვის მოამზდებს, სულ მცირე, ოთხ სამოქმედო ვარიანტს რომელსაც თავდაცვის მინისტრს შესთავაზებს. ივნისში დაწყებული გადახედვის პროცესი კი, დეკემბერში დასრულდება. როგორც „როიტერი“ დოკუმენტის გაცნობისა და ანონიმურ წყაროებთან საუბრის შედეგად წერს, რომ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა 18 სექტემბრამდე დაგეგმილ შეხვედრას ენიჭება.

ამ შეხვედრაზე ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელ ელბრიჯ კოლბის შეხვდება, რათა ჰეგსეთისთვის წარსადგენი კონკრეტული ვარიანტები ჩამოაყალიბონ.

აშშ მოკავშირეების შეფასებისას რამდენიმე მთავარ კრიტერიუმს დაეყრდნობა:  რამდენად უზრუნველყოფს ესა თუ ის ქვეყანა ამერიკული ძალებისთვის ბაზების, საჰაერო სივრცისა და ტერიტორიის შეუფერხებელ გამოყენებას.

ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა –  თანამშრომლობა კოსმოსურ, კიბერ და სადაზვერვო სფეროებში. სრულდება თუ არა ნატო-ს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები და რამდენად შეუძლიათ მოკავშირეებს შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამერიკული ჯარების შესაძლო გაყვანას მოჰყვება.

პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ გადადის მოდელზე, სადაც მთავარ პასუხისმგებლობას ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე თავად ევროპელი მოკავშირეები აიღებენ, ხოლო ვაშინგტონი მათ მხოლოდ შეზღუდულ მხარდაჭერას გაუწევს.

აშშ-ს ნატოელი მოკავშირეები შიშობენ, რომ ამ გადახედვის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ევროპაში ამერიკელ სამხედროთა რიცხვი, რომელიც დღეისათვის 80 000-ს შეადგენს და ვაშინგტონი „დასჯის“ იმ ქვეყნებს, რომლებმაც პრეზიდენტ ტრამპის აზრით, მხარდაჭერა არ გაუწიეს მას ირანის წინააღმდეგ ომში.

მსგავსი