„როიტერი“ - პეკინთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ჯაშუშური ოპერაციის დროს ჩინეთში აშშ-ის ელჩის ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა
„როიტერი“ - პეკინთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ჯაშუშური ოპერაციის დროს ჩინეთში აშშ-ის ელჩის ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა

პეკინთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ჯაშუშური ოპერაციის დროს ჩინეთში აშშ-ის ელჩის ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა ასევე განხორციელდა აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეზე, დანიელ კრიტენბრინკზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

აშშ-ში ჩინეთის საელჩოს სპიკერის განცხადებით, ჩინეთი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ჰაკერულ შეტევებს.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება, ებრძვის კიბერშეტევებს და კიბერქურდობას ყველა ფორმით. ეს პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა. კიბერშეტევების წყაროს იდენტიფიცირება რთული ტექნიკური საკითხია. ვიმედოვნებთ, შესაბამისი მხარეები გამორჩეული იქნებიან პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით და არა უსაფუძვლო სპეკულაციებითა და ბრალდებებით“, – აღნიშნა სპიკერმა „როიტერთან“ საუბრისას.