„როიტერი“ - პარიზში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
„როიტერი“ - პარიზში აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერი“ წერს, რომ დემონსტრანტები აქციაზე პოლიციის მიმართულებით ქვებს ისროდნენ.

დღეს საფრანგეთის მასშტაბით პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო აქციებზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

დემონსტრანტები ფრანგი პოლიციელების მიერ ფერადკანიანი მუსიკოსის ცემის ფაქტს, ასევე უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ინტერნეტსა და მედიაში პოლიციელის მაიდენტიფიცირებელი გამოსახულების გამოქვეყნებას კრძალავს.