„როიტერი“ – ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა

09:12, 08.03.2026

ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა.

ნორვეგიის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი