„როიტერი“ – ომანში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ს სურს, ირანთან მოლაპარაკებები მოიცავდეს ბირთვული პროგრამის, ბალისტიკურ რაკეტების და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს

09:34, 06.02.2026
Two crossed national flags on wooden table

Two crossed national flags on wooden table

თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ომანში დღეს ირანი და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს გამართავენ.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს დიპლომატია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ხანგრძლივ ბირთვულ დავასთან დაკავშირებით, შეერთებულ შტატებს სურს, რომ მოლაპარაკებები მოიცავდეს ირანის ბირთვული პროგრამის, მისი ბალისტიკური რაკეტებისა და რეგიონში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერის საკითხებს.

მოლაპარაკებებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა Khorramshahr 4 განლაგდა „რევოლუციური გვარდიის“ ერთ-ერთ უზარმაზარ მიწისქვეშა სარაკეტო კომპლექსში.

„ვიმედოვნებთ, ამერიკული მხარეც ამ პროცესში პასუხისმგებლობით, რეალიზმითა და სერიოზულობით მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ.

პარალელურად, აშშ-მა სპარსეთის ყურეში საზღვაო ძალები გააძლიერა, რასაც ტრამპმა მასიური არმადა უწოდა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი ცდილობს, დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა ირანთან შეთანხმების მიღწევა.

მსგავსი