„როიტერი“ - მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ შვიდი მონაწილე მოკლეს
„როიტერი“ - მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ შვიდი მონაწილე მოკლეს

მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ შვიდი მონაწილე მოკლეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალზე“ დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მიანმარის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტაქტიკას იყენებენ და მათ წინააღმდეგ ცეცხლს ხსნიან.

არსებული ინფორმაციით, პირველი თებერვლის შემდეგ მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციებზე 60-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 2 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკავებულია.

მომიტინგეების მიმართ ძალადობა გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაგმო და ქვეყნის არმიას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, პირველ თებერვალს მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა.