„როიტერი“ – მარტის შემდეგ პირველად, ორგანიზაცია OPEC+ ნავთობის მოპოვების გაზრდაზე უარს იტყვის

15:12, 06.09.2026

მარტის შემდეგ პირველად, ორგანიზაცია OPEC+ ნავთობის მოპოვების გაზრდაზე უარს იტყვის. კვირას გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აპირებს, ოქტომბერში ნავთობის მოპოვების პოლიტიკა უცვლელად დატოვოს.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ნავთობის მიწოდების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ორგანიზაცია ყოველთვიურად ზრდიდა მის მოპოვებას. ბოლოს, 2026 წლის აგვისტოში OPEC+ შეთანხმდა სექტემბერში წარმოების გაზრდაზე. როგორც მედია წერს, ნავთობის მოპოვების ზრდაზე პაუზა მოხდა მას შემდეგ, რაც ირანთან ომი კვლავ აფერხებს ნავთობის ექსპორტს ჰორმუზის სრუტის გავლით, ეს კი ამცირებს OPEC+-ის გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობას.

ცნობისთვის, OPEC (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) მოიცავს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის ირანს, ვენესუელას და ნავთობის რამდენიმე აფრიკულ ექსპორტიორს. OPEC+ კი არის გაფართოებული ფორმატი, რომელშიც, OPEC-ის წევრების გარდა, ასევე შედიან რუსეთი, ყაზახეთი, ბრაზილია, მექსიკა, სუდანი და ნავთობის ექსპორტიორი სხვა ქვეყნები.

მსგავსი