„როიტერი“ - მარკო რუბიომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი ბრიტანეთის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან განიხილა
„როიტერი“ - მარკო რუბიომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი ბრიტანეთის, ავსტრალიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის შეხვდა და სატელეფონო საუბარი გამართა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პენი ვონგთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროტსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო ტაიანისთან.

„როიტერის“ ცნობით, განხილვის მთავარი თემა ისრაელ-ირანის კონფქლიტი იყო.

როგირც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რუბიო და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ირანს არასდროს შეეძლება ბირთვული იარაღის შექმნა ან შეძენა“.

შეხვედრას დევიდ ლემი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება „სახიფათო რჩება“, თუმცა „უკვე არსებობს ფანჯარა დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად მომდევნო ორი კვირის განმვლობაში“.