„როიტერი“ - კვლევის თანახმად, უნგრეთში ცენტრისტულ მემარჯვენე პარტიას, Tisza-ს გამოკითხულთა 35% უჭერს მხარს, ვიქტორ ორბანის მმართველ პარტია Fidesz-ს კი - 28%
უნგრეთში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, უნგრეთის ცენტრისტული მემარჯვენე პარტია Tisza პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველ პარტიას, Fidesz-ს უსწრებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, „კვლევის ინსტიტუტ 21-ის“ მიერ 28 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 35% Tisza-ს უჭერს მხარს, მაშინ როდესაც დეკემბერში პარტიის რეიტინგი 34% იყო.
რაც შეეხება ვიქტორ ორბანის Fidesz-ს, პარტიას 28% უჭერს მხარს, მაშინ როდესაც დეკემბერში ეს მაჩვენებელი 26% იყო.
ამასთან, იმ ამომრჩევლების გამოკლებით, რომლებსაც ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ, Tisza-ს რეიტინგი 53%-ია, Fidesz-ის კი – 37%.
როგორც „როიტერი“ წერს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ პარტია „ჩვენი სამშობლო“ პარლამენტში მოსახვედრად საკმარის მანდატებს მოიპოვებს. გამოკითხვის თანახმად, „ჩვენს სამშობლოს“ ამომრჩეველთა 5% უჭერს მხარს.
კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა გაზეთმა „ნეპსავამ“, რომელიც „პუბლიკუსის ინსტიტუტმა“ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, გადაწყვეტილი ამომრჩევლების 48% მხარს Tisza-ს უჭერს, ხოლო 40% – Fidesz.
მათივე ცნობით, პარტია „ჩვენს სამშობლოს“ მხარდაჭერა 5%-ზე მეტია, ამომრჩეველთა 27%-ს კი არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.