„როიტერი“ - კრემლში აცხადებენ, რომ ჯერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან და გამარჯვებულს შემდეგ ​მიულოცავენ 
„როიტერი“ - კრემლში აცხადებენ, რომ ჯერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან და გამარჯვებულს შემდეგ ​მიულოცავენ 

კრემლში აცხადებენ, რომ ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდებიან და გამარჯვებულს შემდეგ მიულოცავენ. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ვფიქრობთ, მიზანშეწონილი იქნება, თუ ოფიციალურ შედეგებს დაველოდებით“, – განაცხადა პესკოვმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ მიულოცა 2016 წელს ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს, რაზეც პესკოვის პასუხი იყო, რომ ახლა განსხვავებული სურათია.

„არის რამდენიმე სამართლებრივი დავა, რაზეც მოქმედი პრეზიდენტი საუბრობს. სწორედ ამიტომ გვაქვს განსხვავებული სურათი. ამიტომ გვგონია, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ ოფიციალურ შედეგებს დაველოდებით“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

დატოვე კომენტარი