„როიტერი“ - კორონავირუსის უცნობი შტამის გამოვლენის გამო ოკლენდში ხვალიდან კარანტინი გამოცხადდება
„როიტერი“ - კორონავირუსის უცნობი შტამის გამოვლენის გამო ოკლენდში ხვალიდან კარანტინი გამოცხადდება

კორონავირუსის უცნობი შტამის გამოვლენის გამო ოკლენდში ხვალიდან კარანტინი გამოცხადდება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა ანდერნიმ განაცხადა, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ოკლენდში შვიდდღიანი კარანტინი გამოცხადდება.

„ჩვენ სამწუხარო რეალობაში ვართ, როცა კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ ოკლენდის მოსახლეობა“, – განაცხადა ჯასინდა ანდერნიმ.

მესამე დონის შეზღუდვები, რომელიც ოკლენდში კარანტინის ფარგლებში იმოქმედებს, მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლებას მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში აძლევს, მათ შორის სახელდება საყიდლები და სამსახურის გადაუდებელი საქმეები. საჯარო დაწესებულებები ქალაქში კვლავ დახურული იქნება.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი ზელანდიის დანარჩენ ნაწილში შეზღუდვები მეორე დონემდე გამკაცრდება, რაც საზოგადოებრივი შეკრებების შეზღუდვასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ორ კვირით ადრე, ქალაქის დაახლოებით ორი მილიონი მოსახლეობა სამდღიან კარანტინში მას შემდეგ მოექცა, რაც ოკლენდში კორონავირუსის ბრიტანული ვარიანტის სამი შემთხვევა გამოვლინდა.