„როიტერი“ - კორონავირუსის გამო, რუსეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს
„როიტერი“ - კორონავირუსის გამო, რუსეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს

კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. თუმცა, ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ კრემლში.

ნაწილობრივი შეზღუდვები უკვე მოქმედებს დედაქალაქ მოსკოვსა და ათობით რეგიონში. მათ შორის, გადაუდებელი საჭიროების გარდა, როგორიცაა საავადმყოფოსთვის მიმართვა და ან სასურსათო მაღაზიაში წასვლა, მოსკოვის მცხოვრებთ სახლების დატოვების უფლება არ აქვთ.

რუსეთში „კოვიდ 19“-ის 2777 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ამ დრომდე 24 ადამიანი ემსხვერპლა.