„როიტერი“ – კონგრესი USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ამზადებს
A USAID and American flag fly before Congressional Democrats hold news conference outside of United States Agency for International Development (USAID) headquarters in Washington, DC, on February 3, 2025. US Secretary of State Marco Rubio said Monday he had been put in charge of the US aid agency, saying he would stop its "insubordination" to President Donald Trump's agenda. After Trump's billionaire friend and advisor Elon Musk vowed to destroy the US Agency for International Development (USAID), whose website went dark over the weekend, Rubio confirmed he and the State Department had assumed control of the autonomous body. (Photo by Mandel NGAN / AFP) (Photo by MANDEL NGAN/AFP via Getty Images)
კონგრესი USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კანონპროექტს ამზადებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც გამოცემას კანონპროექტის ავტორმა, სარა ჯეიკობსმა განუცხადა, აშშ-ის კონგრესში დემოკრატები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლას, გამოიყენოს სახელმწიფო სახსრები USAID-ის გასაუქმებლად.
კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმება, არაკანონიერია. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ნებისმიერი რეფორმა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად.
როგორც ჯეიკობსმა აღნიშნა, კანონპროექტი აკრძალავს ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ პირთა ხელფასების გადასახდელად, რომლებიც მუშაობენ USAID-ის, როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმებაზე, მათ შორის ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
კანონპროექტის ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი, შეიძლება, სირთულეებს წააწყდეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, თუ ის კანონი გახდება, სახელმწიფო მდივანი ვალდებული იქნება, დაადასტუროს მისი შესრულება კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში.
„USAID-ის გაუქმება უკვე უკანონოა. ის, რასაც ილონ მასკი აკეთებს, უკანონოა. ისინი თუ დახარჯავენ თუნდაც ერთ აშშ დოლარს მაინც მის გასაუქმებლად, ეს იქნება უკანონობა“, – განაცხადა ჯეიკობსმა.
მისივე თქმით, კონგრესში „არიან საკმარისი რაოდენობის რესპუბლიკელები, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია USAID-ის ბედი“.
როგორც ჯეიკობსი ამბობს, დარწმუნებულია, რომ კანონპროექტის ავტორები შეძლებენ მისი მიღებისთვის საჭირო 218 ხმის მოპოვებას.