„როიტერი“ – კირილ დმიტრიევი 31 იანვარს აშშ-ში ჩავა და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება

00:39, 31.01.2026

რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი კირილ დმიტრიევი 31 იანვარს შეერთებულ შტატებში ჩავა და ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ორმა ინფორმირებულმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ დმიტრიევი „ტრამპის ადმინისტრაციის წევრებთან“ შესახვედრად მაიამიში გაემგზავრება.

რუსეთსა და უკრაინას შორის, აშშ-ის შუამავლობით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი თებერვალში იგეგმება.

მსგავსი