„როიტერი“ - კიმ ჩენ ინმა ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
„როიტერი“ - კიმ ჩენ ინმა ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული ინციდენტის შესახებ განაცხადა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივი მედია არ აკონკრეტებს, რა მოხდა ჩრდილოეთ კორეაში და რა რისკებზე საუბრობს კიმ ჩენ ინი.

ამ დრომდე ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა ცნობილია, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მკაცრი ზომებია დაწესებული.