„როიტერი“ - ჯეი დი ვენსი ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა
„როიტერი“ - ჯეი დი ვენსი ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წინ უნგრეთში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა.

როგორც სააგენტო წერს, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავა, რათა ქვეყანაში აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

ვენსის უნგრეთში ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. შესაძლოა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გეგმები შეიცვალოს და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო მისი ვაშინგტონში ყოფნა გახდეს აუცილებელი.

როგორც ცნობილია, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს არის დაგეგმილი. თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნების წინ საჯაროდ დაუჭირა მხარი ვიქტორ ორბანს.