„როიტერი“ - ვაქცინის მიწოდებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სქემის წარუმატებლობის შანსი მაღალია
„როიტერი“ - ვაქცინის მიწოდებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სქემის წარუმატებლობის შანსი მაღალია

ღარიბმა ქვეყნებმა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 2024 წლამდე ვერ მიიღონ, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ექსკლუზიურ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდების გლობალური სქემის წარუმატებლობის შანსი „ძალიან მაღალია“, რაც ვაქცინზე მილიარდობით ადამიანის წვდომას ვერ უზრუნველყოფს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „კოვაქსის“ პროგრამა არის მთავარი გლობალური სქემა მსოფლიოს ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.

იგი მიზნად ისახავს მინიმუმ 2 მილიარდი ვაქცინის დოზის მიწოდებას 2021 წლის ბოლოსთვის, რათა დაფაროს 91 პროცენტი ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ყველაზე დაუცველი მოსახლეობის 20 პროცენტი, ძირითადად აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში.

სქემის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროგრამა განიცდის სახსრების ნაკლებობას, მომარაგების რისკებს და რთულ სახელშეკრულებო შეთანხმებებს, რამაც მიზნების მიღწევა შესაძლოა, შეუძლებელი გახადოს.