„როიტერი“ – იტალიაში კარანტინის რეჟიმის 3 მაისამდე გახანგრძლივება იგეგმება

22:02, 09.04.2020

იტალიის ხელისუფლება ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად ქვეყანაში საკარანტინო ზომების 3 მაისამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტალიის ორ სავაჭრო კავშირზე დაყრდნობით იუწყება.

იტალიაში, საკარანტინო რეჟიმის პირობებში, 9 მარტის შემდეგ ფუნქციონირება აქვს შეწყვეტილი მრავალ ბიზნესს. აღნიშნული ზომები 13 აპრილამდე იყო გამოცხადებული, თუმცა, როგორც სავაჭრო კავშირები იუწყებიან, ზომების შერბილება მხოლოდ აპრილის მიწურულიდან იქნება მოსალოდნელი.

მსგავსი