„როიტერი“ - ისრაელის თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ირანის თავდაცვის მინისტრი და რევოლუციური გვარდიის მეთაური დაიღუპნენ
„როიტერი“ - ისრაელის თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ირანის თავდაცვის მინისტრი და რევოლუციური გვარდიის მეთაური დაიღუპნენ

ისრაელის თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპური დაიღუპნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ისრაელის სამხედრო ოპერაციებთან დაახლოებულ ორ წყაროსა და ერთ რეგიონულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ბედი. ისრაელის მედია მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. თუმცა ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

მანამდე „ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ დარტყმების შედეგად ხამენეის რეზიდენცია განადგურდა და ფაქტის ამსახველი ფოტოც გაავრცელა. „როიტერმა“ კი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დროს ირანში არ იმყოფებოდა. წყაროს მტკიცებით, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.