„როიტერი“ - ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა
„როიტერი“ - ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად ორი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

„ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:25 საათზე ისრაელმა დაიწყო საჰაერო იერიში ოკუპირებული სირიის გოლანის მაღლობებიდან, თავს დაესხა რამდენიმე პუნქტს დამასკოს მახლობლად“, – თქვა წყარომ.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ (SOHR) განაცხადა, რომ დაღუპულია სამი ადამიანი.

ობსერვატორიის დირექტორმა, რამი აბდულრაჰმანმა, ტელევიზიას განუცხადა, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ირანთან კავშირში მყოფი პოლიციის ორი თანამშრომელი და ერთი სირიელი ჯარისკაცი.

ისრაელის სამხედროებს შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.