„როიტერი“ - ისრაელის კომპანიის კუთვნილ სატვირთო ხომალდს არაბეთის ზღვაში სავარაუდოდ, ირანელი სამხედროების ნასროლი რაკეტა მოხვდა
„როიტერი“ - ისრაელის კომპანიის კუთვნილ სატვირთო ხომალდს არაბეთის ზღვაში სავარაუდოდ, ირანელი სამხედროების ნასროლი რაკეტა მოხვდა

ისრაელის კომპანიის კუთვნილ სატვირთო ხომალდს არაბეთის ზღვაში სავარაუდოდ, ირანელი სამხედროების ნასროლი რაკეტა მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ისრაელის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობთ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გემი ტანზანიიდან ინდოეთში მიემართებოდა და თავდასხმის მიუხედავად, დანიშნულების ადგილისკენ სვლის გაგრძელება შეძლო. რაკეტის მოხვედრის შემდეგ, ხომალდი ზღვაში სამი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ლიბერიის დროშით მცურავ ხომალდს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ინციდენტთან დაკავშირებით, ისრაელის მთავრობას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

გასულ თვეში ისრაელის ხელისუფლებამ ირანი ომანის ყურეში ისრაელის ხომალდზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

დატოვე კომენტარი