„როიტერი“ – ირანმა იემენელ „ჰუსიტებს“ მოუწოდა, რომ აშშ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს თუ მიიტანს, წითელი ზღვის ჩაკეტვისთვის მზად იყვნენ

21:30, 16.07.2026

ირანმა იემენელ „ჰუსიტებს“ მოუწოდა, რომ თუ აშშ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს მიიტანს, წითელი ზღვის ჩაკეტვისთვის მზად იყვნენ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ირანის ხელმძღვანელობაში აღნიშნული საკითხი უკვე განიხილეს და გზავნილი ირანის „ჰუსიტ“ მოკავშირეებს გადასცეს.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ჯერ უცნობია, თუ როდის და რა გზით მიიღეს იემენელმაჰუსიტებმა“ აღნიშნული მოწოდება.

ასევე გაურკვეველია, გაიცა თუ არა მოთხოვნა მას შემდეგ, რაც 14 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანით დაემუქრა.

ცნობისთვის, ირანის მიერ მხადაჭერილიჰუსეტები“ იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ და წითელ ზღვაში მცურავ გემებზე თავდასხმებს ხშირად აწყობენ.

მსგავსი