„როიტერი“ – ირანის წინააღმდეგ ექვსთვიანი ომი შეერთებულ შტატებს 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ყოველ მომდევნო თვეში კი ეს ხარჯები კიდევ სამი მილიარდით გაიზრდება
ირანის წინააღმდეგ ექვსთვიანი ომი შეერთებულ შტატებს 38 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ყოველ მომდევნო თვეში კი ეს ხარჯები კიდევ დაახლოებით 3 მილიარდით გაიზრდება, – ამის შესახებ კონგრესის არაპარტიული ბუღალტერის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, კონგრესის ბიუჯეტის ოფისის აღრიცხვის თანახმად, რომელიც პირველ აგვისტომდე ხარჯებს ითვლიდა, მოსალოდნელია, რომ თუ ომი გაგრძელდება, 2027 წლის პირველ სამ თვეში აშშ-ში ინფლაცია 0.5%-ით გაიზრდება.
როგორც „როიტერი“ წერს, მზარდმა ხარჯებმა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგი დააზარალა და ენერგიის ფასები გაზარდა, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.
ანგარიშის მიხედვით, ხარჯების უმეტესი ნაწილი საბრძოლო მასალის სწრაფი შემცირებით არის განპირობებული და მასში გამოთქმულია ვარაუდი, რომ აშშ-ის მარაგების შევსებას, შეიძლება, ხუთი წელი დასჭირდეს.
ამასთან, „როიტერი“ წერს, რომ ირანის წინააღმდეგ ომის მზარდი ღირებულება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ფისკალურ მდგომარეობას, ხოლო ქვეყნის მთლიანმა სახელმწიფო ვალმა აგვისტოში 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.