„როიტერი“ - ირანის წარმომადგენელმა ჟენევაში შეხვედრაზე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ გაერო-ს სანქციების ხელახლა დაწესებას შედეგები მოჰყვება
ირანის წარმომადგენელმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ევროპელებს განუცხადა, რომ გაერო-ს სანქციების ხელახლა დაწესებას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაელ ბაღაიმ განაცხადა, თეირანმა ევროპის „სამეულის“, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მათ არ აქვთ მექანიზმის ამოქმედების უფლება.
ამასთან, ბაღაის განცხადებით, ორივე მხარე ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს.
ცნობისთვის, საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა გაერო-ს აცნობეს, რომ მზად არიან, განაახლონ სანქციები ირანის წინააღმდეგ, თუ ის არ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის საკითხზე.