„როიტერი“ – ირანის მთავრობასთან კავშირების გამო აშშ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ახალ სანქციებს უწესებს

21:44, 20.08.2026

ირანის მთავრობასთან კავშირების გამო აშშ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ახალ სანქციებს უწესებს. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის, „ყუდსის ძალების“ დავალებით, აშშ-ირანის კონფლიქტის დროს ისინი ირანის ხელისუფლებას დახმარებას უწევენ.

როგორც „როიტერი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ „ჰეზბოლა“ არ წარმოადგენს ლიბანის ოფიციალურ ხელისუფლებას და არ ხვდება კონკრეტულ სანქცირებულ კატეგორიაში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი მას ხელახლა ასახელებს „განსაკუთრებულად განსაზღვრულ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ (SDGT), რადგან, განცხადების თანახმად, ის თეირანს ეხმარება.

ამასთან, ჯერ უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს აშშ-ის სანქციები.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრი ზომებით ემუქრება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც „ირანს რაიმე სახის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას“ მიაწვდის.

მსგავსი