„როიტერი“ - ირანის მომხრე მომიტინგეების დასაშლელად, რომლებმაც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
„როიტერი“ - ირანის მომხრე მომიტინგეების დასაშლელად, რომლებმაც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ირანის მომხრე მომიტინგეების დასაშლელად, რომლებმაც ბაღდადის „მწვანე ზონაში“ აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, მომიტინგეები, რომლებიც მეზობელ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების გასაპროტესტებლად მიემართებოდნენ, უსაფრთხოების ძალებმა შეაჩერეს და უკან დაახევინეს ცრემლსადენი გაზით, როდესაც ისინი ცდილობდნენ, მიეღწიათ უაღრესად დაცულ დიპლომატიურ რაიონამდე, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს.