„როიტერი“ – ირანი თავდასხმებს შეწყვეტს, თუ შეერთებული შტატებიც ამავეს გააკეთებს
ირანი თავდასხმებს შეწყვეტს, თუ შეერთებული შტატებიც ამავეს გააკეთებს, – ამის შესახებ „როიტერს“ ერთ-ერთმა ირნელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„თავდასხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით უფრო მეტი სკეპტიციზმია, ვიდრე ოპტიმიზმი. უფრო გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ეს პაუზა ტაქტიკური ხასიათისაა და არა რეალური. ირანს საკმარისი მწარე გამოცდილება აქვს იმისა, რასაც ის აშშ-ის მხრიდან მოტყუებად მიიჩნევს“, – განაცხადა გამოცემასთან საუბარში წყარომ.
ეს კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო დარტყმების სერია დროებით შეაჩერა. „როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპის მრჩევლებმა აცნობეს, რომ სამიზნეები თითქმის ამოიწურა და გამოთქვეს შეშფოთება აშშ-ის შეიარაღების მარაგის შესაძლო შემცირების გამო.
ცნობისთვის, ირანზე 13 ღამის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური საჰაერო იერიშების შემდეგ, პენტაგონმა 24 ივლისს ოპერაცია შეაჩერა. თავის მხრივ, ბოლო ორი დღეა, ცეცხლი აღარ გაუხსნია ირანსაც, რომელიც მანამდე, აშშ-ის ყოველი იერიშის საპასუხოდ, მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ახორციელებდა თავდასხმებს.