„როიტერი“ - ირანი ჩინეთთან ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის შესაძენად შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
„როიტერი“ - ირანი ჩინეთთან ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის შესაძენად შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

ირანი ჩინეთთან ჰიპერბგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის შესაძენად შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. საუბარია „CM-302“ ტიპის რაკეტებზე, თუმცა ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის მიწოდების ვადები და უცნობია შესაძენი რაკეტების ოდენობა.

ჰიპებგერითი რაკეტა 290 კმ-მდე მანძილს ფარავს და შეუძლია, თავი დააღწიოს ხომალდების თავდაცვით სისტემებს, რამდენადაც ის მოძრაობს დაბალ სიმაღლეზე და თან ძალიან სწრაფად.

როგორც „როიტერი“ წერს, ირანის მიერ ამ ტიპის რაკეტების მოპოვება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის შეტევით შესაძლებლობებს და საფრთხე გახდება რეგიონში განთავსებული აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ირანსა და ჩინეთს შორის რაკეტების რეალიზაციაზე მოლაპარაკებები ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა გასულ წელს, ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომის შემდეგ პროცესი მკვეთრად დაჩქარდა. მიმდინარე წლის ზაფხულში მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე იყო.