„როიტერი“ - ინდონეზიაში კორონავირუსის შედეგად ასობით ბავშვი გარდაიცვალა
„როიტერი“ - ინდონეზიაში კორონავირუსის შედეგად ასობით ბავშვი გარდაიცვალა

ინდონეზიაში კორონავირუსის შედეგად ასობით ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი ქვეყანაში საკვების დეფიციტს განიცდის და ანემია აქვს, რის გამოც ისინი ვირუსისგან დაუცველები აღმოჩნდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 22 მაისისთვის გარდაცვლილი 2000 პაციენტიდან 28 არასრულწლოვანი იყო, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა, სააგენტო „როიტერი“ ამტკიცებს, რომ ინდონეზიაში აღრიცხულია კიდევ 380 ბავშვის გარდაცვალება, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდათ, თუმცა ტესტებით მათ კოვიდინფექცია არ აღმოაჩნდათ.

სააგენტოს ინფორმაციით, აქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.