„როიტერი“ - იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება
„როიტერი“ - იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება. ამის შესხებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საგანგებო მდგომარეობა ამჟამად იაპონიის 47 პრეფექტურიდან შვიდშია გამოცხადებული, მათ შორის ტოკიოსა და ოსაკაში. სულ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი თითქმის 10 000 ადამიანს დაუდასტურდა.

იაპონიაში პანდემიის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ ტოკიოა, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების უკვე 53 შემთხვევა ფიქსირდება.