„როიტერი“ - იაპონიაში, 47-დან 11 პრეფექტურაში, ფრინველის გრიპს ებრძვიან
„როიტერი“ - იაპონიაში, 47-დან 11 პრეფექტურაში, ფრინველის გრიპს ებრძვიან

იაპონიაში, 47-დან 11 პრეფექტურაში, ფრინველის გრიპს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში გრიპი კიდევ ორ პრეფექტურაში დაფიქსირდა.

ამ პრეფექტურებში აქტიურად მიმდინარეობს დაინფიცირებული ფრინველების განადგურება. ფერმებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, კარანტინია გამოცხადებული.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დავირუსებული ფრინველის ხორცის ან კვერცხის ჭამის შემთხვევაში ადამიანი დაინფიცირება შეუძლებელია.

იაპონიაში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირდა.