„როიტერი“ - ჰონგ კონგში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეკატება მოხდა
„როიტერი“ - ჰონგ კონგში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეკატება მოხდა

ჰონგ კონგში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის მორიგი შეკატება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დემონსტრანტები ერთდროულად ქალაქის რამდენიმე რაიონში შეიკრიბნენ. ათეული აქტივისტი სამართალდამცველების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს ისვროდა. არეულობის დროს, პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. „როიტერის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და პოლიციის რამდენიმე შენობასთან გაუშვა, სადაც ასობით აქტივისტი იყო შეკრებილი.

ჰონგ კონგში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქტივისტები ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი ეჭვმიტანილების გადაცემას ითვალისწინებს. აქციები ხშირად სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებით სრულდება.

დატოვე კომენტარი