„როიტერი“ - „ჰამასში“ ადასტურებენ, რომ ავთენტურია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც კოლაბორანტობაში დადანაშაულებულ პირებს სიკვდილით სჯიან
„როიტერი“ - „ჰამასში“ ადასტურებენ, რომ ავთენტურია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც კოლაბორანტობაში დადანაშაულებულ პირებს სიკვდილით სჯიან

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ქალაქ ღაზაში „ჰამასის“ მებრძოლების მიერ კოლაბორანტობაში დადანაშაულებული პირების სიკვდილით დასჯის ვიდეო.

როგორც სააგენტო „როიტერს“ „ჰამასში“ წყარომ დაუდასტურა, ვიდეო ავთენტურია.

კადრებში ჩანს, როგორ აჩოქებენ მუხლებზე შვიდ მამაკაცს ნიღბიანი მებრძოლები და მათ ზურგიდან იარაღიდან ესვრიან.

წყაროს ცნობით, სიკვდილით დასჯა 13 ოქტომბერს მოხდა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია მოკლულების ვინაობა.

ქალაქ ღაზის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მებრძოლები დღეს უფრო ხშირად ჩანან ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების მარშრუტებზე.

წყაროების ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლებსა და მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის შეტაკებებში ბოლო დღეებში ათობით ადამიანია მოკლული.

„ჰამასის“ მებრძოლები ქალაქ ღაზის ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც 10 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.