„როიტერი“ - „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სტივ უიტკოფის წინადადებას ეთანხმება
„როიტერი“ - „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სტივ უიტკოფის წინადადებას ეთანხმება

„ჰამასი“ ეთანხმება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინადადება მოიცავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული ათი ცოცხალი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ორ ჯგუფად, ცეცხლის 70-დღიანი შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ნაწილობრივი გასვლის სანაცვლოდ“, – განაცხადა წყარომ.

წინადადება ასევე ითვალისწინებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ჯერჯერობით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ისრაელის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.