„როიტერი“ – გლობალურ საფრთხეებთან საბრძოლველად, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი საფრანგეთთან უფრო მჭიდრო კავშირის მოწოდებით გამოვიდა
გლობალურ საფრთხეებთან საბრძოლველად, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი საფრანგეთთან უფრო მჭიდრო კავშირის მოწოდებით გამოვიდა. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ კანადის პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად, საფრანგეთის სენ-პიერისა და მიკელონის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კარნის თქმით, საფრანგეთმა და კანადამ თავიანთ კოსმოსურ სააგენტოებსა და თავდაცვის სამინისტროებს კოსმოსური გაშვების სისტემებისა და მიწისზედა მიმღები ობიექტების ერთობლივად შემუშავება დაავალეს.
ამასთან, ვიზიტისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია საფრანგეთის საკუთრებაა და ფრანგები ამით ამაყობენ.
„ჩვენთვის აშკარაა, რომ ეს არის საფრანგეთის ტერიტორია, ტერიტორია, რომელიც ღრმადაა დაკავშირებული საფრანგეთთან. ვამაყობთ, რომ ფრანგები ვართ და ეს არის ტერიტორია, რომელიც გაათავისუფლა თავისუფალმა საფრანგეთმა. ამიტომ ჩვენ ღრმად ვართ მიჯაჭვული მასთან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ცნობისთვის, სენ-პიერი და მიკელონი ჩრდილოეთ ამერიკაში საფრანგეთის ერთადერთი ზღვისიქითა ტერიტორიაა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბოლოს 2014 წელს შედგა.